გია ვოლსკი: საქართველოში შექმნილი ვითარება, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მავნებლური საქმიანობა სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული

„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარეობს ომი და ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მთელ არსებულ სიტუაციაზე, განსაკუთრებით კი – უსაფრთხოებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში შექმნილი ვითარება, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მავნებლური საქმიანობა სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული.

„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარეობს ომი და ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მთელ არსებულ სიტუაციაზე, განსაკუთრებით კი – უსაფრთხოებაზე. არ შეიძლება, რომ მთელი სიმკაცრით და სიღრმისეულად არ იყოს განხილული საქართველოში შექმნილი ვითარება, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ეს მავნებლური საქმიანობა, რაც უკვე თვალხილულია“, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები