სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” ჩაერთო
სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” ჩაერთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის “ფეისბუქ” გვერდი „სინამდვილეში“ წერს.
„სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” ჩაერთო. ნეიტრალიტეტზე მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწყებულ კამპანიას ეკა გიგაური “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად “ქართულ ოცნებას” აბრალებს, – ნათქვამია “ფეისბუქის” გვერდზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „დისკუსია ნეიტრალიტეტის შესახებ იყო საზოგადოების დატესტვა და ხელისუფლებამ ნახა, რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საწინააღმდეგო პოზიციებია“.