რომან გოცირიძე: არავინ ეკითხება რომელიღაც პარტიას თუ პარლამენტის წევრს, რა ინიციატივებით შემოვა პარლამენტში ოპოზიციური პარტია
არავინ ეკითხება რომელიღაც პარტიას თუ პარლამენტის წევრს, რა ინიციატივებით შემოვა პარლამენტში ოპოზიციური პარტია. ბევრი ინიციატივა იქნება და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კანონებით და კონსტიტუციით, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობის“ არცერთ ინიციატივას აღარ განიხილავს.
„ვინ არის ჰიბრიდული ომის ხელშემწყობი, ვინ გააჯეჯილა საქართველოში რუსეთის სატელიტი მედიასაშუალებები და პარტიები? – საქართველოს მთავრობამ. მათ სჭირდებოდათ ყოველთვის ეს „მარშები“ და ბნელი პოლიტიკური წარმონაქმნები. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. არავინ ეკითხება რომელიღაც პარტიას, თუ პარლამენტის წევრს, რა ინიციატივებით შემოვა პარლამენტში ოპოზიციური პარტია. ბევრი ინიციატივა იქნება და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კანონებით და კონსტიტუციით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.