კახა კალაძე: დღეს ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია

დღეს ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქნება მომავალშიც.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციას მიმართა, რომ მათი მხრიდან ამ თემის წამოწევა უხერხულია.

“უბრალოდ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, უნდა გეუხერხულებოდეთ ამ თემაზე საუბარი. ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის არანაირი უხერხულობა და პატრიოტიზმი არ არსებობს, ეს სამწუხაროა. თქვენ, როგორც რიგით მოქალაქეს, უნდა შეგრცხვეთ ამ თემის წამოწევის გამო. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები