“გმირ უკრაინელებს სააკაშვილმა ფორთხვა უნდა ასწავლოს თუ ქვეყნის ღალატი?!” – მდინარაძე
გმირ უკრაინელებს, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ სამშობლოს ფორთხვა უნდა ასწავლოს სააკაშვილმა, გაქცევა, წაქცევა თუ ქვეყნის ღალატი?, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
“რომელ გამოცდილებაზეა საუბარი, ფორთხვა უნდა ასწავლოს თუ გაქცევა? რა უნდა ასწავლოს სააკაშვილმა უკრაინელებს? გმირ უკრაინელებს, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ სამშობლოს ფორთხვა უნდა ასწავლოს სააკაშვილმა, გაქცევა, წაქცევა თუ ქვეყნის ღალატი? თუ ომიდან ორ თვეში სამხედროებს უნდა დააბრალოს, ვითომ როგორ დაიწყეს მათ სამხედრო მოქმედებები?! რომელი გამოცდილება სჭირდებათ იქნებ დაგვიკონკრეტოს?”, – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის თავმჯდომარემ “ქართულ ოცნებას” წერილი გამოუგზავნა, რომლის მიხედვითაც ის სთხოვს მმართველ პარტიას მიხეილ სააკაშვილი გააგზავნონ უკრაინაში, რადგან მისი გამოცდილება ქვეყანას სჭირდება.