გია ვოლსკი: საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, საკმაოდ ბევრი ენერგიაა ჩადებული საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში

არის საკითხები და არა მხოლოდ ნატო, არამედ რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს. საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრობის პროცესი შესაძლოა, დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს.

„ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, პროცესები როგორ ვითარდება, რა პოზიცია უკავია ნატო-ს, თავად უკრაინას.

საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება.

იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას. აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის, ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ ამ თემის. როცა ნატო-ს წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება, ნატო-ს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს.

არის საკითხები და არა მხოლოდ ნატო, არამედ რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს. საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები