პესკოვი – პუტინის და ზელენსკის შეხვედრაზე: ორი პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ძალიან ადრეა, მათ ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

„იმისათვის, რომ საუბარი დაიწყოს ორი პრეზიდენტების შეხვედრაზე, საჭიროა ჯერ საშინაო დავალების შესრულება, უფრო სწორად, უნდა შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ჯერ არ მიუღწევია.

“ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის მიღწეული. შესაბამისად, ორი პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ძალიან ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი”, – აღნიშნა პესკოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები