ჯანდაცვის სამინისტრო: თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე 3 დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.

გავრცელებული ინფორმაციით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს და PSP-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ ქსარელტოს შეძენა შესაძლებელი იქნება GPC-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი, გაეცნობით ამ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/21.03.22.pdf

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები