უკრაინის რადას თავმჯდომარე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, მადლობას უხდის
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი მადლობას უხდის იმ ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა, ხელმოწერისთვის ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც ითვალისწინებს „უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობას”.
“გულწრფელად მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს”, – წერს სტეფანჩუკი.
განცხადებას ხელი შემდეგმა ქვეყნებმა მოაწერეს: ჩეხეთი, ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.