შალვა პაპუაშვილი: საქართველოს აქვს ისეთივე ერთი ხმა, როგორც სხვა ქვეყნებს, სწორედ ამ ერთ ხმას, ჩვენ ვიყენებთ ძალიან მტკიცედ უკრაინის მხარდასაჭერად, იქნება ეს გაერო, ევროსაბჭო, თუ ჰააგის სასამართლო

“საქართველოს აქვს ისეთივე ერთი ხმა, როგორც სხვა ქვეყნებს. სწორედ ამ ერთ ხმას, ჩვენ ვიყენებთ ძალიან მტკიცედ უკრაინის მხარდასაჭერად, იქნება ეს გაერო, ევროსაბჭო, თუ ჰააგის სასამართლო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ურყევია.

რაც შეეხება საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის მხარდაჭერას, აქ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს სახელმწიფოს შეიძლება სხვა რესურსები არ ჰქონდეს ისეთი დიდი, მაგრამ ერთი რესურსი, რაც მას თანაბრად აქვს სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ესაა მისი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს აქვს ისეთივე ერთი ხმა, როგორც სხვა ქვეყნებს. სწორედ ამ ერთ ხმას, ჩვენ ვიყენებთ ძალიან მტკიცედ უკრაინის მხარდასაჭერად, იქნება ეს გაერო, ევროსაბჭო, თუ ჰააგის სასამართლო. ამ მხრივ ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ურყევია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები