შალვა პაპუაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: არ აღიარებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, მათ საქართველოს მოსახლეობამ ოპოზიციის როლი მიანიჭა – მოემზადონ 2024 წლისთვის
“არჩევნები 2024 წელსაა, მოემზადონ 2024 წლისთვის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას “მაქსიმუმ, თვე-ნახევარი დარჩა”.
პაპუაშვილის თქმით, მოსახლეობამ “ნაციონალურ მოძრაობას” ოპოზიციის როლი მიანიჭა.
“ეს გაცხადებული სურვილია, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მათ შორის საერთაშორისო მედიებში ჩართვისას ვნახეთ, როგორ აცხადებდნენ, რომ მათი მიზანია ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” ჩამოცილება. არჩევნები არის 2024 წელს, მოემზადონ 2024 წლისთვის. მანამდე ეს ყველაფერი არეულობის მოსაწყობად არის გამიზნული. “ნაციონალური მოძრაობა” ჩაკეტილია, თავისი თავი, მომხრეები ჩაკეტილი ჰყავს წრეში, საიდანაც ვერ გამოდიან – არ აღიარებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, მათ საქართველოს მოსახლეობამ ოპოზიციის როლი მიანიჭა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.