ირაკლი ღარიბაშვილი – „გორბის” კვლევაზე: კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას
ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ჩვენი მოსახლეობის დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში „გორბის” კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სასიხარულოა, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს. „რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს, რომ ჩემს მიერ და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გაზიარებულია სრულად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.