მიხეილ სააკაშვილი: ამ ხელისუფლებას, ამ ხედვით, დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი
”მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხედვით დარჩა, მაქსიმუმ თვე-ნახევარი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობა უნდა შეიქმნას.
”მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხედვით, დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ ეს გააკეთოს, ის გააკეთოს, არის თავის აგდება. ვერასდროს ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ, როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რომ რაიმე გავაკეთებინოთ, ასევე, პუტინის გაგრძელებებს ჩვენ ვერ ვაიძულებთ, რომ მოვთხოვოთ, ვის უნდა მოვთხოვოთ პუტინს?
ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის შეიძლება, იყვნენ წარმომადგენლები “ქართული ოცნებიდანაც”, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალი, როდესაც რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული, მომზადებული. იმისათვის, რომ ის მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის დროს, ჩვენ არ გავუშვათ”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.