გივი მიქანაძე: ხელისუფლება საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთას აღასრულებს

საზოგადოების აზრის გამოკვეთამ ცხადყო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად მისაღებია ის კურსი, რომელსაც ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება პოზიციონირებს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „გორბის“ კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთას ასრულებს.

„საქართველოს მიზანია, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველომ უკვე ოფიციალური განაცხადი გააკეთა წევრობაზე და ის პირველი დადებითი გზავნილი ევროკავშირისგან, რომელიც ევროპული საბჭოს შეკრების ფორმატში იყო მიღებული, რომ საკითხი შემდგომი განხილვისთვის გადაეცეს ევროპულ კომისიას, არის ის გზა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა გავიაროთ. ხელისუფლება ახდენს საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთის აღსრულებას“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს. თქვენი აზრით, მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია? 64,5 პროცენტი პასუხობს, რომ სწორია; ხოლო, გამოკითხულთა 75,9 პროცენტი ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც – უკრაინას. ამასთან, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს განაცხადი ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოგწონთ თუ არა ეს გადაწყვეტილება? რესპონდენტთან 87,8%-ს მოსწონს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები