მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, საქართველოში არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე ქვეყანაში ავანტიურა გამოიწვიონ და ხელისუფლება შეარყიონ
სამწუხაროდ, საქართველოში არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ხვდებიან, გონივრულად რამდენად გამართულია ასეთი გადაწყვეტილებები, ისინი მაინც ცდილობენ, როგორმე საქართველოში რაღაც ავანტიურა გამოიწვიონ და ხელისუფლება შეარყიონ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ოპოზიციონერთა მიერ აგორებული კამპანიაა, მაგალითად, თითქოს, იხილება კანონპროექტები რუსულად სწავლებასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტური ტყუილი! ის კი არა, რომ ვიღაცამ რაღაც სწორად ვერ განმარტა და სწორი აზრი ვერ დაიჭირა, უბრალოდ, შეთხზული ამბავია, საერთოდ რომ არ არსებობს ასეთი! ერთადერთი მიზანი აქვს – წავიდეს და უცხოეთში ვინმე მოატყუოს, უთხრას, რომ საქართველოში ასეთი რამ ხდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.