მამუკა არეშიძე: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ხელისუფლების მადისკრედიტირებელი მესიჯბოქსი, რომელსაც კონკრეტული ჯგუფი მესამე ქვეყნის დავალებით აჟღერებს

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ხელისუფლების მადისკრედიტირებელი მესიჯბოქსი, რომელსაც კონკრეტული ჯგუფი მესამე ქვეყნის დავალებით აჟღერებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მე უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან მხარს დავუჭერდი – არა ომს. ახალგაზრდებშიც და საშუალო თაობაშიც ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ ეს მომენტი უნდა გამოიყენოს. დაუახლოვდეს დასავლეთს. არიან ისეთებიც ვინც მიიჩნევენ, ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მათ არ განუცდიათ ის ტრაგედია, რაც ჩვენმა თაობამ გადაიტანა. პატრიოტიზმის თეორიიდანაც გამომდინარეობს, რომ ადამიანს შესაძლოა ასეთი სურვილი ჰქონდეს, მაგრამ არა მაშინ,როდესაც ხედავ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხელოვნურად კეთდება და კონკრეტული ადამიანები დავალებას ასრულებენ. რა თქმა უნდა, ყველა არ ასრულებს მესამე ქვეყნის დავალებას, მაგრამ არსებობს მესიჯბოქსი, რომელსაც ადამიანების ერთი ჯგუფი მიჰყვება და ეს კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ეს მესიჯბოქსი იმ ადამიანების მიერ არის შექმნილი, რომლებიც ან მესამე ქვეყნის სამსახურების დავალებას ასრულებენ, ან იმდენად ვერ იტანენ არსებულ ხელისუფლებას, რომ ყველაფერს აკეთებენ მისი დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები