ხარკოვში დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა
ხარკოვის პოლიციის ცნობით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულია რამდენიმე ზრდასრული და 9 წლის ბავშვი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ხარკოვის რაიონული პოლიციის უფროსი, ვიაჩესლავ მარკოვი ავრცელებს.
„ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონში, ღამით თავდასხმის შედეგად ხუთი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არის 9 წლის ბიჭიც“,- განაცხადა მარკოვმა.