ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა, რა დროსაც გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომანქანას მაშინ შეეჯახა, როდესაც იქიდან მძღოლი გადმოდიოდა.
შეჯახების შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შსს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.