თამარ ტალიაშვილი: ინფორმაცია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენაზე არის ცალსახა ტყუილი და დეზინფორმაცია

ცალსახა ტყუილი, დეზინფორმაცია და მიზანმიმართული პროვოკაცია – ასე ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოში საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენას საპარლამენტო კომიტეტმა ორი მოსმენით დაუჭირა მხარი.

როგორც ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საპარლამენტო კომიტეტს საერთოდ არ განუხილავს მსგავსი საკითხი, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართული პროვოკაციაა და ემსახურება საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური განწყობების გამძაფრებას.
„#სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არის ცალსახა ტყუილი და დეზინფორმაცია. საპარლამენტო კომიტეტს საერთოდ არ განუხილავს მსგავსი საკითხი.
ასეთ დროს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ემსახურება საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური განწყობების გამძაფრებას, რაც სრულიად მიუღებელი და ამორალურია“ – წერს თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები