მამუკა მდინარაძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე – ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი

“ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პაატა ზაქარეიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, თითქოს მამუკა მდინარაძეს წამოსცდა, რომ წინასწარ წაგებულ ომში მონაწილეობა არ უნდა მიიღო და თითქოს ეს ეხებოდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს.

მდინარაძეს თქმით, მსგავსი საუბრები სპეკულაციაა.

“როდესაც კამერების წინ ვდგავარ ზუსტად ვიცი რას ვლაპარაკობ, ვამბობ იმას, რომ თუკი საქართველოს ომში ჩართვაზეა საუბარი და თუკი მომავალში, იქ კონტექსტი ეს იყო და კარგად მოისმინოს ყველამ, საუბარია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის ომი უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში და რაღაცები შეიძლება წინასწარ ვიცოდეთ, ძალიან ცუდი შედეგები როგორც მინიმუმ, რომ ან მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ამას და რისთვის არის განწირული ამ შემთხვევაში ეს ქვეყანა, რაც არ უნდა მორალური უპირატესობა მოვიპოვოთ და ა.შ. ამ რისკებს ნურავინ გაწევს და ამ რისკებში ჩათრევას ნურავინ ეცდება. როდესაც ამ კონტექსტში ვსაუბრობ და თითქოს ამას მერე თარგმნიან, რომ იქ უკრაინის ომზე და იმის გაწირვაზე ვლაპარაკობ, ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი.

გუშინ ჩამიგდეს ბატონი პაატას ერთ-ერთი მონაკვეთი, რადგან მე მეხებოდა, ალბათ იმიტომ მაჩვენეს, თითქოს სადღაც მითქვამს, რომ უკრაინის ომი წინასწარ განწირულია. ასეთ დაბრალებებს ამ ხალხმა თავი დაანებოს. როდესაც მე კამერების წინ ვდგავარ და ზუსტად ვიცი რას ვლაპარაკობ, ვამბობ იმას, რომ თუკი საქართველოს ომში ჩართვაზეა საუბარი და თუკი მომავალში, მომავალში, იქ კონტექსტი ეს იყო და კარგად მოისმინოს ყველამ, საუბარია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის ომი უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში და რაღაცები შეიძლება წინასწარ ვიცოდეთ ძალიან ცუდი შედეგები როგორც მინიმუმ რომ ან მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ამას და რისთვის არის განწირული ამ შემთხვევაში ეს ქვეყანა, რაც არ უნდა მორალური უპირატესობა მოვიპოვოთ და ა.შ. ამ რისკებს ნურავინ გაწევს და ამ რისკებში ჩათრევას ნურავინ ეცდება.
როდესაც ამ კონტექსტში ვსაუბრობ და თითქოს ამას მერე თარგმნიან, რომ იქ უკრაინის ომზე და იმის გაწირვაზე ვლაპარაკობ, ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი. ამის გაგრძელება ისიც, რომ თითქოს ქართულ ოცნებაში აქვთ ინფორმაცია, რომ იქ ვიღაცები რაღაცას აპირებენ. ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში და საქართველოში აქვთ კი არა, გამოდიოდნენ აშშ-ს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები და წინასწარ საუბრობდნენ იმაზე, რას აპირებდა აგრესორი ქვეყანა, თავისი დაზვერვის ინფორმაციით, თავისი ლოგიკით და წინასწარ გვქონდა საუბარი იმაზე, რუსეთი ჩაგვეწერა თუ არ უნდა ჩაგვეწერა რეზოლუციაში. ამ დროს ლაპარაკობენ იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ რატომ იცოდა ვიღაცამ. რატომ იცოდა კი არა მთელი მსოფლიომ იცოდა რომ შეჭრას აპირებდა და ვიღაც შედარებით თავშეკავებულ პოზიციას აფიქსირებდა, რომ რაღაც საბაბი არ მიეცა ოკუპანტი ქვეყნისთვის, ვიღაც ღია პოზიციას აფიქსირებდა და „ქართულ ოცნებაში“ იცოდნენ წინასწარო, წარმოიდგინეთ სპეკულაციის რა ხარისხი უნდა განავითარო, ამაზე რომ ვილაპარაკო ამგვარად“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები