“პროდუქტებს მხოლოდ რუსეთიდან ვიღებდით” – ბიბილოვი მოსახლეობას სასურსათო კრიზისისთვის ამზადებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენას მოახდენს “სამხრეთ ოსეთზეც, რადგან ორივე ქვეყანა ერთიან პოლიტიკურ და გეოგრაფიულ სივრცეს წარმოადგენს”, – ამის შესახებ მან “ინსტაგრამში” ჩართვისას თქვა.

„პროდუქციას, რომელსაც ადგილზე არ ვაწარმოებთ, მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან შემოდის და უეჭველია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები ჩვენზეც აისახება. სანქციები დაწესებულია არა იმიტომ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს, არამედ იმისთვის, რომ რუსეთი დაასუსტონ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად გაუძლებს სანქციების პოლიტიკას.

„ის ზომები, რომლებიც მიიღება რუსეთის მთავრობაში და აქ, სამხრეთ ოსეთში, საშუალებას მოგვცემს, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ერთად ვართ, გავუძლებთ და გავძლიერდებით“, – აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები