ანდრეი კასიანოვი: საჭიროა, აგრესორის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას

საჭიროა, აგრესორის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას. აუცილებელია უფრო ძლიერი მოწოდებები და მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში გართულებულია საკვებით, მედიკამენტებით და საჭირო ნივთებით მოსახლეობის მომარაგება.

„ბოლო დღეებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმართა კონგრესს და ბუნდესტაგს. პრეზიდენტიც და ყველა უკრაინელი ერთიანია თავის მოწოდებებში – მოგვეცით იარაღი და დახურეთ ცა! მტერი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს და ანადგურებს ინფრასტრუქტურას. ამის შედეგად, არის განადგურებული ინფრასტრუქტურა და უამრავი მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. ასევე, როგორც იცით, მტერი ხშირად არღვევს მშვიდობიანი დერეფნების წესრიგს. ამის გამო ძალიან გართულებულია საკვებით, მედიკამენტებით და საჭირო ნივთებით მოსახლეობის მომარაგება. მხოლოდ ნაწილობრივ ვახერხებთ მარიუპოლიდან და ხარკოვიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და შეწყვიტოს აგრესია. რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ გადაწყვეტილების შესრულებას, რაც აძლიერებს მის მიმართ დაწესებული სანქციების სიმართლეს, რადგან ის აკეთებს ყველაფერს თავისთვის სასარგებლოდ. ეს ყველაფერი დადასტურებულია გაეროს გუშინდელი სხდომიდან და ადასტურებს იმას, რომ საჭიროა აგრესორის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას. ეს იმასაც ადასტურებს, რომ ამ სიტუაციაში ეს არ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც საჭიროა. აუცილებელია უფრო ძლიერი მოწოდებები და მოქმედებები. ასევე, გრძელდება რუსეთისთვის უფლების ჩამორთმევა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები