ანდრეი კასიანოვი: მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსულ ჯარს პრობლემები აქვს შევსებასთან დაკავშირებით
მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. მისივე განმარტებით, რუსულ ჯარს სერიოზული პრობლემები აქვს შევსებასთან დაკავშირებით.
„ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება. უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული. ხოლო აგრესორ ქვეყანას წითელი ჯვრის გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებსა და ლტოლვილებთან“, – განაცხადა კასიანოვმა.