როდის გამოიდარებს საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი
საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატოს.
„ამ კვირის ჩათვლით უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში თოვლი, თოვლჭყაპი, მთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურა -1-დან +4 გრადუსამდე იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +2; +7 გრადუსია. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებშია. დღით +3; +4 გრადუსი იქნება.
22-23 მარტს ცალკეულ რაიონში გამოიდარებს, ნალექები შეწყდება. ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 21-23 მარტის ჩათვლით მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე იყოს.
რაც შეეხება დედაქალაქს. თბილისში ყინვის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის. 23-25 მარტის ჩათვლით, ღამით ტემპერატურა 0; -2 გრადუსი იქნება”, – ამბობს გვაზავა.