იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წინაშე მაისში წარდგება
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით მაისში წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მიმართვა იყო იუსტიციის მინისტრის მიმართ ინტერპელაციის წესით დაბარებასთან დაკავშირებით. რეგლამენტით არის გათვალისწინებული ინსტრუმენტი. მინისტრის მოსვლას თავისი ვადები აქვს. ინტერპელაციაზე პასუხის გაცემა და მოსვლა მაისის თვეში უწევს. ის აუცილებლად მობრძანდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.