პოდოლიაკი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს კვირებში გაიმართოს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს კვირებში გაიმართოს.
მისივე თქმით, ორი პრეზიდენტის შეხვედრა მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ მოხდება. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ
დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავიანთ პოზიციებზე რჩებიან და საკამათო საკითხებზე შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღიდან კვირა-ნახევრამდე გაგრძელდეს.
“როგორც კი დასრულდება შეთანხმებაზე მუშაობა დავიწყებთ შეხვედრის ორგანიზებას [პუტინისა და ზელენსკის], ეს მოხდება უახლოეს კვირებში. ადგილს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. საამისოდ შესაძლებელია, ნებისმიერი ადგილი შეირჩეს, გარდა რუსეთისა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.