მიხეილ დაუშვილი – ვახტანგ გომელაურს: ყურადღებით გისმენდით და რჩება შთაბეჭდილება, რომ არ ვართ იმ რეგიონში, სადაც ვართ, არამედ მოწყვეტილ კუნძულზე ვცხოვრობთ, სადაც არც რისკები არ გვაქვს,არც – გამოწვევები, არც ცხელი ომი და რუსეთის აგრესია, აგრესია უკრაინის მიმართ, ეს ჩვენს რეგიონში არ ხდება

“ყურადღებით გისმენდით და რჩება შთაბეჭდილება, რომ არ ვართ იმ რეგიონში, სადაც ვართ, არამედ მოწყვეტილ კუნძულზე ვცხოვრობთ, სადაც არც რისკები არ გვაქვს,არც – გამოწვევები, არც ცხელი ომი და რუსეთის აგრესია, აგრესია უკრაინის მიმართ, ეს ჩვენს რეგიონში არ ხდება,”  – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ვახტანგ გომელაურს.

“ბატონო ვახტანგ, ყურადღებით გისმენდით. მესმის, როდესაც ეს შეხვედრა დაიგეგმა, არ იყოს ის კონტექსტი რაც დღეს არის. ყურადღებით გისმენდით თქვენც და უმრავლესობის წევრებსაც, ამასთან, რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენს მოქალაქეებს რჩება შთაბეჭდილება არ ვართ იმ რეგიონში, სადაც ვართ, არამედ მოწყვეტილ კუნძულზე ვცხოვრობთ, სადაც არც რისკები არ გვაქვს,არც – გამოწვევები, არც ცხელი ომი და რუსეთის აგრესია, აგრესია – უკრაინის მიმართ, ეს ჩვენს რეგიონში არ ხდება. ამიტომ, თქვენ, როგორც მოქალაქე, რომ უყურებდეთ ამ ყველაფერს და უსმენდეთ უმრავლესობის წევრებს, უსმენდეთ მინისტრს, რომელიც ამასთანავე არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, უსაფრთხოების სექტორის მაკოორდინებელი ორგანოს მდივანი, ამასთან, რამდენად ადეკვატურია, არაფერს გვეუბნებოდეთ რისკებსა და გამოწვევებზე, რაც არამხოლოდ რეგიონს, არამედ ჩვენს ქვეყანას ეხება.

იქნებ ამაზეც გვითხრათ რაღაც, რადგან არ შეიძლება, მხოლოდ ვსაუბრობდეთ საპატრულო ჯარიმებსა და ვიდეოკამერების ფუნქციონირებაზე, რადგან რეგიონში მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მოქალაქეებისთვის არ იქნება ადეკვატური”, – განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, მან პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენისას ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია. “თქვენი შეფასება მჭირდება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეთანხმებით თუ არა ირაკლი კობახიძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, მთავრობასთან მოვიდა წინააღმდეგობაში, მაშინ როდესაც გაემგზავრა ევროპის ქვეყნებში, რათა საქართველოს პოზიციები დაეცვა და ჩაეტარებინა შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით” – განაცხადა დაუშვილმა.

კითხვის დასმის დროს, მიხეილ დაუშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როგორი შეფასება ექნებოდა გომელაურს 2008 წელს რომ ყოფილიყო შსს მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტისგან მოესმინა ისეთი მხარდამჭერი განცხადებები, როგორიც დღეს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ აქვს. “ბატონო მინისტრო მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატურია ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის მხარდასაჭერად, ან გვითხარით ეთანხმებით თუ არა იმ პოზიციას, რომ უკრაინის სახელმწიფოს ბრძოლაზე მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული ჩვენი შემდგომი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ეს მნიშვნელოვანია, მაშინ რამდენად ადეკვატურია ჩვენი პოზიციონირება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 2008 წელს რომ ყოფილიყავით თქვენ იმ პოზიციაზე, რაზეც ახლა ხართ, ამასთან უკრაინისგან მოგვესმინა ის ე.წ. „მხარდაჭერა”, რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკრაინის მიმართ, ანუ მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტისგან, რომ მოგვესმინა ომი თავიდან ვერ ავიცილეთ, მოგვესმინა ის, რომ სანქციები არ მუშაობს, მოგვესმინა – ამ ომს ვერავინ შეაჩერებს, თქვენ კმაყოფილი იქნებოდით ამ მხარდაჭერით თქვენი მოძმე სახელმწიფოს მხრიდან? – მიმართა დაუშვილმა გომელაურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები