დიმიტრი პესკოვი – “რუსეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაითვალისწინებს”

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ გაითვალისწინებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. პესკოვის კომენტარს interfax-ი ავრცელებს.

“არა, ჩვენ არ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ ეს გადაწყვეტილება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი გაგება, როგორიცაა “მხარეთა თანხმობა”. აქ ვერანაირი თანხმობა ვერ იქნება”, – ამბობს პესკოვი.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 მარტს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები