კრემლი – ბაიდენის განცხადებაზე: მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა
კრემლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ვლადიმერ პუტინს “სამხედრო დამნაშავე” უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო – TASS- ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის განცხადებაში “მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა”.
”მივიჩნევთ, რომ მიუღებელი და უპატიებელია ამგვარი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომლის ბომბებისგან მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა
ცნობისთვს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ომის დამნაშავე“. უწოდა
“ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა”, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.