იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, 194 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდეა გაზრდილი, 194 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი – NHK ავრცელებს.

ფუკუსიმის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრა 16 მარტს მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

მიაგისა და ფუკუსიმის პრეფექტურების სანაპირომდე 20-30 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღებმა მიაღწია. შედეგად, მიაგის პრეფექტურის ქალაქ სიროისში ავტომაგისტრალი დაზიანდა, ქალაქ ტომეში – გზის საფარი, ხოლო სენდაის ციხესიმაგრის მიდამოში კლდე ჩამოინგრა.

ფუკუსიმის პრეფექტურაში დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

რეგიონშე მდებარე ატომურ ელექტროსადგურებზე შტატგარეშე ვითარება არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები