კიეში, დარნიცკის რაიონში გამთენიისას ჩამოგდებული რუსული რაკეტის ფრაგმენტები 16-სართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„რაკეტის ჩამოგდების შედეგად, მისი ფრაგმენტები კორპუსის მე-16 სართულს დაეცა, სადაც ხანძარიც გაჩნდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წინასწარი ცნობით, მაშველებმა კორპუსიდან 30 ადამიანი გაიყვანეს.