მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინულმა ძალებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა.

უკრაინის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ქალაქ მელიტოპოლის მერს უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები