იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაპირთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.
2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათ შორის ტოკიოს 700 ათასი მცხოვრები.
ამ ეტაპზე ინფორმაცია ნგრევასა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.