ზელენსკი: უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას “ტვიტერში” გამოეხმაურა.
“უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა.
სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ უკრაინაში შეჭრა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აღნიშნული ბრძანება რუსეთისთვის არის სავალდებულოდ შესასრულებელი. ამის იგნორირება რუსეთის ფედერაციას კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ჰააგას სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.