ჯანმო რუსული Sputnik V-ის შეფასებას აჩერებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შეფასება, სანქციების შეზღუდვით გამოწვეული ტექნიკური სირთულეების გამო, შეაჩერა.

როგორც ბრიფინგზე ჯანმო-ს გენერალურის დირექტორის თანაშემწემ, მარიანჯელა სიმაომ თქვა, რუსეთში ვიზიტის ახალი თარიღი შეძლებისდაგვარად დადგინდება.

“რუსეთში 7 მარტს უნდა გავმგზავრებულიყავით და იქ ინსპექტირება ჩაგვეტარებინა. მაგრამ ინსპექტირება გადაიდო“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსული ვაქცინის შეფასება, ასევე, საწარმოს ინსპექტირება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო. მისი თმით, ასევე, ეს უკავშირდება ფრენების და ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდვებს, მათ შორის, საკრედიტო ბარათების გამოყენებაზე და სხვა ტექნიკურ პრობლემებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები