პუტინი: რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად გადარჩება, გავაგრძელებთ საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას

რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად გადარჩება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის მოწყობა, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მცდელობები იქნება, მაგრამ რუსეთი ამ სირთულეებს გადალახავს.

“რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად მოერგება ახალ რეალობას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სუვერენიტეტს, მივმართავთ დამატებით რესურსებს სოფლის მეურნეობის, წარმოების, საბინაო მშენებლობის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად”, – თქვა პუტინმა რეგიონების მხარდაჭერას მიძღვნის სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას სწრაფად მზარდი, დინამიკური საერთაშორისო ბაზრების მოლოდინით“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები