ხმელნიცკში ლტოლვილებით სავსე მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა – არიან დაღუპულები
ხმელნიცკის რაიონში ლტოლვილებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მძღოლი და 6 მგზავრი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
ხმელნიცკის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 16 მარტს, დაახლოებით 06:00 საათზე სოფლის მახლობლად მოხდა.
მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა.