კულება: ოკუპანტებმა სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს

რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის ოლქის საპორტო ქალაქ სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება “ტვიტერზე” წერს.

ის მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, კატეგორიულად მოსთხოვონ რუსეთს დაკავებული ოფიციალური პირების გათავისუფლება.

„რუსი დამპყრობლები განაგრძობენ უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას. სკადოვსკის მერი, ალექსანდრე იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი დღეს გაიტაცეს. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მოსთხოვონ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა გატაცებული უკრაინელი ოფიციალური პირი“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრორუდნოეს მერი – ევგენი მატვეევი და მელიტოპოლის მერი – ივან ფედოროვი გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები