რუსეთში “ინსტაგრამს” “როსგრამი” შეცვლის, რომელიც 28 მარტიდან ამოქმედდება

ინტერნეტ-მარკეტოლოგმა, ალექსანდრ ზობოვმა რუსეთში “ინსტაგრამის” ანალოგის, “როსგრამის” ჩაშვება დააანონსა, – ინფორმაციას გამოცემა tass ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “ინსტაგრამის” რუსული ანალოგი ინტერნეტში 28 მარტს ჩაეშვება.

”2022 წლის 28 მარტს “ინსტაგრამის” რუსული ანალოგი ამოქმედდება Android-ისა და iOS-ის ჩვეულებრივი ფუნქციებითა და მობილური აპლიკაციებით. მომხმარებლებს საიტზე წვდომა ექნებათ 2022 წლის აპრილში”, – წერია განცხადებაში.

რუსეთში instagram-ი 14 მარტს დაიბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები