ოლენა ზელენსკა: როგორც ყველა უკრაინელი ქალი დღეს, ჩემს ქმარზე მეც ძალიან ვღელავ
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ მეუღლის გამო ძალიან ღელავს. ამის შესახებ ზელენსკამ ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-სთან საუბრისას განაცხადა.
“როგორც ყველა უკრაინელი ქალი დღეს, ჩემი ქმრის გამო მეც ძალიან ვღელავ. ვიცი, როგორი ძლიერი და გამძლეა… თავისი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, თავისი ხალხი, ოჯახი ძალიან უყვარს. ვიცი, ეს გრძნობები რამდენად ძლიერია, ამიტომ, მათ ბოლომდე დაიცავს“, – განაცხადა პირველმა ლედიმ.
ოლენა ზელენსკამ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებისაკენ მოუწოდა.
„დღეს მხარზე მეგობრული ხელის დარტყმა საკმარისი აღარ არის. თანაგრძნობისა და შეშფოთების სიტყვები საკმარისი აღარ არის”, – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ და დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებისაკენ მოუწოდა.
“დახურონ უკრაინის ცა ან, სულ მცირე, უზრუნველყონ საშუალებები, რომ უკრაინელებმა თავი დაიცვან”, – აღნიშნა ზელენსკამ.