გერმანიის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსულ გაზზე უარი თქვა
გერმანიის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, E.ON-მა “გაზპრომისგან” რუსული გაზის ახალი მოცულობების შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ BBC კომპანიის ხელმძღვანელის, ლეონარდ ბირნბაუმის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
კომპანიის ცნობით, E.ON-ს რუსეთის გაზის მწარმოებლებთან პირდაპირი გრძელვადიანი კონტრაქტები არ ჰქონია, თუმცა, “გაზპრომის” სავაჭრო კომპანიებისგან მცირე მოცულობებს სისტემატურად ყიდულობდა. ბირნბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ბაზარი E.ON-ის სამიზნე რეგიონი არც არასდროს ყოფილა.
ცნობისთვის, კომპანია E.ON. “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის ოპერატორის – Nord Stream AG-ის – 15,5%-ს ფლობს.