რუსეთიდან უცხოური კომპანიების გასვლის გამო, სამსახური 200 ათასმა ადამიანმა დაკარგა

უცხოურ კომპანიებში, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთს ტოვებენ, ჯამურად, 200 ათას ადამიანი იყო დასაქმებული.

ამის შესახებ Forbes წერს.

გამოცემის შეფასებით, უმსხვილესი დამსაქმებელი იყო McDonald’s-ი, რომლის რესტორნების ქსელებში 62 000 ადამიანი მუშაობდა.

დასაქმებულთა რაოდენობით მეორე კომპანიაა PepsiCo, რომელიც სამუშაო ადგილით 19 ათასს ადამიანს უზრუნველყოფდა. კომპანიის მიერ კონტროლირებად უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების ქარხანაში სოლნეჩნოგორსკში, 8 ათასზე მეტი მოქალაქე მუშაობდა, ხოლო რძის პროდუქტებისა და ბავშვთა საკვების ქარხანა “ვიმ-ბილ-დანში” – 8,6 ათასი ადამიანი.

მესამე ადგილზეა IKEA, რომელმაც მაღაზიები სამი თვით დახურა. აქ, 15 ათასი ადამიანი მუშაობდა, თუმცა ისინი ჯერ გათავისუფლებულები არ არიან.

KFC და Pizza Hut – 14,5 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებდნენ.

Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho და სხვა მაღაზიებში, თითქმის 9 ათასი დამიანი იყო დასაქმებული.

Volkswagen, Adidas, OBI, H&M, Siemens შტატში 100 ათასი თანამშრომელი ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები