ლავროვი: უკრაინის ნეიტრალური სტატუსი მოლაპარაკებებზე სერიოზულად განიხილება, არსებობს კონკრეტული ფორმულირებები, რომლებიც ახლოსაა შეთანხმებასთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება.

„ნეიტრალურ სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად.

არსებობს კონკრეტული ფორმულირებები, რომლებიც, ჩემი აზრით, ახლოსაა შეთანხმებასთან“, – განაცხადა ლავროვმა რუსულ სამაუწყებლო კომპანია RBC-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, ამ დრომდე, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა, მხარეები რაიმე მნიშვნელოვან შეთანხმებამდე არ მისულან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები