მოსკოვი ანკარასთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაზრდას გეგმავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის, იური ფილიპსონის განცხადებით, რუსეთი თურქეთთან ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის გაზრდას აპირებს.
მისი თქმით, ნავთობისა და გაზის სფეროში პროექტების განხორციელება გეგმის მიხედვით მიდის.
ამის შესახებ მან РИА Новости-ს განუცხადა.
დიპლომატის თქმით, მოსკოვი სათანადოდ აფასებს „თურქი პარტნიორების დაბალანსებულ ხაზს“, რომლებიც, ბევრისგან განსხვავებით, არ არიან მზად, უარი თქვან საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე, „არ ემორჩილებიან უცერემონიო გარე ზეწოლას“.
„ნავთობისა და გაზის სექტორში უკვე განხორციელებული სტრატეგიული პროექტები სტაბილურად მუშაობენ და მოაქვთ სარგებელი. ხოლო იმ ვალდებულებების განხორციელება, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა, მიდის გეგმის მიხედვით, გრაფიკის დაცვით. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ ანკარასთან ორმხრივი მრავალარხიანი თანამშრომლობის გაზრდას, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ენერგეტიკის სექტორით“, – განაცხადა პილიპსონმა.