“რუსეთმა სომხეთს აშშ-ის ბიოლაბორატორიაში ინსპექტორების შეშვება ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს” – რუსი ექსპერტი

რუსეთმა ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს ერევანს, რომ რესპუბლიკაში არსებულ, აშშ-ის ბიოლაბორატორიაში შეუშვას, – ამის შესახებ REGNUM-თან საუბარში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის(МГИМО) სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა, მიხეილ ალექსანდროვმა თქვა.

„სომხეთთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მოკავშირეა, საკითხი რადიკალურად უნდა დავაყენოთ. ჩვენი ინსპექტორები ამ ლაბორატორიებში უნდა შეუშვან. თუ სომხეთი უარს იტყვის, ეს უნდა აისახოს ჩვენი ურთიერთობების დონეზე, მათ შორის, სამოკავშირეო ვალდებულებებზე. თუ ასე მოიქცევიან და ამ საკითხში ჩვენთან არ ითანამშრომლებენ, სომხეთისთვის გაზის ფასი შეიძლება, მსოფლიო დონეზე აიწიოს“, – განაცხადა ექსპერტმა.

ბოლო დღეებში მოსკოვში აქტიურად დაიწყეს საუბარი უკრაინაში არსებულ ამერიკულ ბიოლაბორატორიებზე. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ისინი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან იქ სხვადასხვა პათოგენის ცდები მიმდინარეობს.

ამავე ინტერვიუში მიხეილ ალექსანდროვმა ლუგარის ლაბორატორიაც გაიხსენა. სომხეთისგან განსხვავებით, რომელზეც გაზის სახით რუსეთს ზეწოლის ბერკეტი აქვს, ექსპერტი ამბობს, რომ, ლაბორატორიაში ინსპექტორების არდაშვების შემთხვევაში, რუსეთს აქვს უფლება, სარაკეტო იერიში განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები