საჩხერის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაცნობის მიზნით  მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვივნენ.

პირველმა პირებმა პროექტების შერჩევის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე, შეხვედრების ფორმატის დადებით მხარეებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს პროგრამით გამოყოფილი თანხების ოდენობა გააცნეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ს. ქვემოხევისთვის გამოყოფილია 10 000 ლარი. მოსახლეობამ ერთადერთი საკითხი –  ბავშვთა გასართობი სკვერის დასრულება – წამოჭრა, რომელიც დადებითად გადაწყდა.

შემდეგი შეხვედრა ს. ბაჯითში გაიმართა, სადაც 3 საკითხი განიხილეს 1. ჭიხორიების უბანში გამწმენდი საკანალიზაციო ნაგებობის მოწყობა; 2. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გარეგანათების დამონტაჟება და 3. ცაბაძეების უბანში სანიაღვრე არხის აღდგენა. სოფლისთვის გამოყოფილი 16 000 ლარით მოსახლეობის უმრავლესობამ ორ  პროექტს – გამწმენდი ნაგებობისა და სანიაღვრე არხის აღდგენას დაუჭირა მხარი.

სოფელ    სარეკში შემდეგი საკითხები განიხილეს; 1. სპორტული მოედნის დასრულება; 2. კუტალაძეების საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა და 3. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გარეგანათების დამონტაჟება. მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამოყოფილი 20 000 ლარით კუტალაძეების უბანში გზა მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სხვა მსხვილი პროექტებიც განხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები