ჰააგის სასამართლო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

 

საქმეზე უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მოსამართლე შემზღუდავ დროებით ზომებს გამოაცხადებს.

საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები