რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ევროპის საბჭო ოფიციალურად დატოვა

რუსეთმა ევროპის საბჭო ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ შეტყობინება უკვე გადაეცა ორგანიზაციის გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს.

ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნები ბოროტად იყენებდნენ იმას, რომ უმრავლესობაში არიან და თანმიმდევრობით გადააქციეს ევროპის საბჭო ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს ამბობდნენ თანაბარუფლებიან დიალოგზე და ყველა პრინციპებზე, რომელზეც არის დაფუძნებული ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება და შეაჩერეს რუსეთის უფლებამოსილება ევროპის საბჭოს ორგანოებში. ასეთ სიტუაციაში რუსეთი არ აპირებს ევროპის საბჭოში ყოფნას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები