„პირველი არხის“ თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს

„პირველი არხის“ თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვა სააგიტაციო საქმის გამო 30 000 რუბლით დააჯარიმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Осторожно, новости“ ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ოსტანკინოს რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.

მას ბრალად ედება ქცევის ნორმების დარღვევა საჯარო ღონისძიების დროს.

ცნობისთვის დღეს ოვსიანიკოვას ასამართლებდნენ არა პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოსვლისთვის, არამედ ვიდეომიმართვის გავრცელების გამო, სადაც ის ადამიანებს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები