მაკრონი ოვსიანიკოვაზე : მის საკითხს პუტინთან საუბრისას განვიხილავ- ჩვენ ვაპირებთ მას შევთავაზოთ, დაცვა ან საელჩოში ან თავშესაფარი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, საფრანგეთი დაცვას შესთავაზებს.
“საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ჟურნალისტის დაპატიმრებასა და ნებისმიერი სახით მანიპულაციას. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, რომ შევთავაზოთ დაცვა ან საელჩოში ან თავშესაფარში”, – თქვა მაკრონმა.
მანვე, ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხს უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მომდევნო საუბრისას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მოსკოვში მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.